“მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბიძინა ივანიშვილის წვლილი იმ გარდატეხაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა იმ გარდატეხაში, რომელიც საქართველოში მოხდა.

„მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ჩვენი გუნდიდან პირველი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წვლილი იმ გარდატეხაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა. ეს იყო საქართველოში პოლიტიკის და ქვეყნის მართვის თვისობრივი ცვლილება. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა თქვენგანის სახელით. ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს და ყველას, ვინც ჩვენს კაბინეტში ჩვენთან ერთად აკეთებდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: განვლილი ოთხი წელი ჩვენ ვაკეთეთ საქმე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ყველაზე მეტად მეამაყება, რომ ჩვენი მთავრობისთვის უმთავრესი, უმაღლესი ფასეულობა ყოველთვის იყო ადამიანი