მინდა დავაფიქსირო პოზიტიური შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიმართ – ავრამოპულოსი

დიმიტრის ავრამოპოლუსის თქმით, ევროკავშირთან სავიზო დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებამ მასშტაბური სამუშაო გასწია და ყოვლისმომცველი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები განახორციელა.

„საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს უმაღლესი შეფასება მიეცა. მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიტიური შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამ რეფორმებისთვის. გასული წლის დეკემბერში გამოცემული ანგარიში დადებითად აფასებდა საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს და იმას, რომ ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა ვიზალიბერალიზაციის პროცესში. ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული და დღესდღეობით ვხედავთ, რომ ძალზე სერიოზული, პოზიტიური ნაბიჯებია გადადგმული,“ – აღნიშნა დიმიტრის ავრამოპოლუსმა.

 

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ პან გი მუნი ჩერნობილის წლისთავზე დაპატიჟა
შემდეგი სტატია“ევროპაში ქართელმა არალეგალებმა ლეგალიზაცია მიიღონ”- პატრიარქმა ევროკომისარს თხოვნით მიმართა