მინაშვილის თქმით, სააკაშვილთან შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აკაკი მინაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის თემა 20 იანვარს დაგეგმილი ყრილობა იყო.

მინაშვილის თქმით, კიევში „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრეს.

„საუბარი 20 იანვრის ყრილობის მზადებაზე, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო განახლებულ გეგმებს შეეხებოდა. რა მექანიზმებით, რა ბერკეტებით და რა რესურსებით გვექნება ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, ვინაიდან ივანიშვილი არის სათავე და საფუძველი ძალიან სერიოზული პრობლემების და უბედურების, რაც ქვეყანაში არსებობს.

ეს იქნება კრიმინალი, უსაფრთხოების საკითხი თუ ეკონომიკური კუთხით. ამ ყველაფერზე ინფორმაცია საზოგადოებას ექნება და ყრილობაც სწორედ ამის საფუძველია.“ – განაცხადა მინაშვილმა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები კიევში, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის ამსახველ ფოტოს პარტიის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აქვეყნებს.

შეხვედრას თანაგუნდელებთან ერთად, რომან გოცირიძე, ლევან ვარშალომიძე, ნიკა რურუა, ნიკა მელია, დავით კირკიტაძე, სალომე სამადაშვილი და სხვები ესწრებიან. შეხვედრაზე იმყოფება ასევე, აზერ სულეიმანოვი, რომლის გადაწყვეტილების თანახმადაც, პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობას” ფრაქცია ეყოლება.

banner
წინა სტატიაშიბიზნესმენი გურამ გოგიჩაიშვილი „დემოკრატიული მოძრაობის“ გორის ოფისის ეზოში მოკლეს
შემდეგი სტატიატრამპის შტაბი პრეზიდენტის პუტინთან შეხვედრის შესახებ გეგმას უარყოფს