მინაშვილი: მოლაპარაკების სივრცე გაიხსნება მას შემდეგ, რაც მელია იქნება თავისუფალი დამატებითი მოთხოვნების გარეშე

“მოლაპარაკების სივრცე გაიხსნება მას შემდეგ, რაც ნიკა მელია იქნება თავისუფალი ყოველგვარი გირაოს და სხვა დამატებითი მოთხოვნების გარეშე”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მინაშვილმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, რომელზეც შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილი ბოლო დოკუმენტის ხელმოწერის საკითხზე იმსჯელეს.

„გადაწყვეტილება შემდეგია, მოლაპარაკების სივრცე გაიხსნება მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება თავისუფალი ყოველგვარი გირაოს და სხვა დამატებითი მოთხოვნების გარეშე“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

გუშინ, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მხარეებს ახალი 5 პუნქტიანი დოკუმენტი შესთავაზა, რომლის თანახმადაც თუ “ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი დაინიშნება.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიშავგულიძე: მიუხედავად ხარვეზებისა, მე ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერ
შემდეგი სტატია,,ადვოკატთა ასოციაციის” თვმჯდომარე სენაკში როლანდ შონიას ცემის ფაქტს ეხმიანება