მინაშვილი: დღეს ასიათასობით მოქალაქე შეიკრიბება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, დღეს თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე საქართველოს ასიათასობით მოქალაქე შეიკრიბება.

“საქართველოს ასიათასობით მოქალაქე შეიკრიბება. დააფიქსირებს თავის აზრს, რომ ამ ქვეყანაში ძალიან სწრაფად უნდა განხორციელდეს ცვლილება, არ უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და გათავისუფლდეს ჩვენი სახელმწიფო, რადგან ეს პრეზიდენტ სააკაშვილის სურვილიც არის.

ის პირად საკითხებზე არ ფიქრობს, შიმშილობს, რადგან ქვეყანა გათავისუფლდეს და გაუჩნდეს განვითარების შანსი. დღეს ჩვენი მოქალაქეები ხმას დააფიქსირებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს და არჩეული იქნას ის ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაცია ექნება.
ძალიან სამწუხაროა, როცა ხელისუფლება ითვლის ადამიანების თავებს და საზოგადოებას მის მხარდამჭერებად და მომხრეებად ყოფს. აქ იქნებიან განსხვავებული ხედვების, პოლიტიკური გემოვნების ადამიანები და ისინი ერთიან პოზიციას დააფიქსირებენ. საქართველოში უნდა იყოს თავისუფლება, განვითარება“, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე გრიგოლი სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე: პატრიარქის კურთხევა თუ იქნება შევუერთდები
შემდეგი სტატიაცოცხები გორის გზაზეც დაყარეს