მინაშვილი: ამ ფორმით თუ იქნება დოკუმენტი, ხელმოწერა პრობლემატური იქნება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, აკაკი მინაშვილის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ შეთანხმების ახალ დოკუმენტში პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხების არსებული ფორმულირება ენმ-სთვის მის ხელმოწერასთან დაკავშირებით პრობლემატური იქნება.

“ამნისტიასთან დაკავშირებით იცით ნიკა მელიას წუხილი, ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ყველა იმ ადამიანზე, ვინც გამოიყენა ძალადობა 19-20 ივნისს, ეს არის ნიკა მელიას პოზიცია, ჩვენი პოზიცია და ამასთან დაკავშირებით გვაქვს წუხილები.

ჩვენ არ ვხედავთ, რომ ის რაც შემოთავაზებულია, არის სწორი გზა იმისათვის, რომ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, თვისობრივად განსხვავებულია ადგილობრივი და ფედერალური არჩევნები. ამ მიდგომამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი პრობლემა შექმნას. არასწორია ადგილობრივი არჩევნების და ფედერალური არჩევნების ერთმანეთზე მიბმა. ამ ორ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს წუხილები, ბუნებრივია, ამ ფორმით თუ იქნება დოკუმენტი, პრობლემატური იქნება ნამდვილად ხელმოწერა”, – თქვა მინაშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმუხრან ბურჭულაძე: ჩვენ გვინდა ნატო და ევროპა, მაგრამ არ უნდა ვიყოთ დამატებით ტვირთი მოკავშირეებისთვის
შემდეგი სტატიაEU: უზენაეს სასამართლოს ყველა მიმდინარე დანიშვნა შეჩერდება