მიმოწერა კონფიდენციალური იყო

RUXADZEბიზნესმენი ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ მიმოწერა, რომელიც გუშინ „მაესტროს“ მოქმედმა დირექტორმა, ბაია გადაბაძემ გაასაჯაროვა, კონფიდენციალური იყო. კომენტარი რუხაძემ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისივე თქმით, კოტე გოგელია „მაესტროს“ გაყიდვისას 9 მილიონ დოლარს ითხოვდა,  თანხა ჯერ 7 მილიონამდე, შემდეგ კი 5 მილიონამდე ჩამოვიდა.  რუხაძემ აღნიშნა, რომ საუბარი იყო ბაჩო კიკაბიძის წილზეც.

მისივე თქმით, „მაესტროსთან“ მიმართებაში მხოლოდ ბიზნესინტერესი აქვს.

„გია გაჩეჩილაძის განცხადებაზე, რომ ირაკლი რუხაძეს აქვს „მაესტროს“ გაძლიერების  ინტერესი, ამის თაობაზე თავად მას უნდა ჰკითხოთ. ეს არის კომერციული გარიგება, რომელიც, როგორც ვხედავ, გავიდა უკვე კომერციის სფეროდან. არ ვიცი, რატომ ხართ ასე დაინტერესებული, თუმცა რადგან ხართ ასე ყველა დაინტერესებული, მე გადავწყვიტე, დღეს გაავაკეთო განცხადება. ყველაფერს დავწერ და შევეცდეები, ამ კითხვებზე პასუხი გაგცეთ“,-აღნიშნ რუხაძემ.

მისვე თქმით, კოტეს გოგელიას ბოლო ორი კვირის განმავლობაში ალბათ შვიდჯერ-რვაჯერ ელაპარაკა.

„კოტე გოგელია თვითონ მირეკავდა. შეიძლება, მხოლოდ ერთხელ გადავურეკე. მაქვს შემდეგ რაც მომწერა, რომ დათანხმებულიყო „უცნობი“ ამ თანხაზე,  დარწმუნებული ვარ,  ეს მოხდებოდა ძალიან წყნარად და თქვენ არავის არაფერი გეცოდინებოდათ.ასე რაღაცნაორად.ცდილობენ ფასის აწევას,ასეთი მეთოდებით“,-აღნიშნა რუხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: სანამ საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებს, საჭიროა კონსენსუსის მიღწევა MAP-თან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლიას მე როგორ გავუშვებდი