მიმოწერა შეყვარებულთან – ადვოკატის თქმით, დაშიფრული ფაილების მიხედვით მაჩალიკაშვილის კავშირი ტერორიზმთან არ დასტურდება

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებულ ინფორმაციულ ტექნიკურ ექსპერტიზას გაეცნო. ჯამში ექსპერტიზისთვის დაშიფრულია 15 ათასი ფაილი. ესენია; მოკლეტექსტური შეტყობინებები, ხმოვანი შეტყობინებები, ვიდეო ფაილები, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილი აგზავნიდა მეგობრებთან და მეტწილად გოგონასთან, რომელიც საქმეში არ ფიგურირებს და დაკითხული გამოძიებას არ ჰყავს.

მაჩალიკაშვილების ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით დაშიფრული ფაილების ნახევარზე მეტი გადაგზავნილია სწორედ იმ გოგონასთან რომელიც სავარაუდოდ თემირლან მაჩალიკაშვილს უყვარდა.

უფლებადამცველის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნაში მან ვერაფერი ამოიკიხთა ისეთი, რაც გამოძიებას მისცემს იმის თქმით საშუალებას, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი რაიმე სახით კავშირში იყო ტერორისტულ დაჯგუფებასთან.

„ფაქტიურად, თითქმის 450 ფურცლამდე, ერთი და იგივე ადამიანთან გოგონასთან მიმოწერა, სადაც არის გაუთავებელი ხუმრობა. მე მგონია, რომ სიტყვა სიტყვითი მნიშვნელობით არის ნათარგმნი და დიალექტური, კუთხური ხუმრობები, გამონათქვამები, ანდაზები, ცნობილი ფრაზები არ არის გადმოცემული. რაც შეეხება ამ ვიდეოფაილს, პირველ რიგში გადმოცემული მედიასაშუალებით რასაც მე გავეცანი, აქ არ არის მითითებული არც საუბრის დასაწყისი და არც დასასრული. ხშირად ეხუმრება ხოლმე სხვა რაღაცეებზეც, მაგალითად მე ამას ვიზამ. მაგრამ ეს არ ეხება რა თქმა უნდა აფეთქებებს. მაგალითად, წავალ აქ, გადავფრინდები უცხო ქვეყანაში, მივალ მამაშენთან, უცბათ, 5 წუთში იქ გავჩნდები. თითქოს ცდილობს, რომ გმირის ან ყოვლის შემძლის როლი დაანახოს,“-განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„საზოგადოების ძალიან ფართო ნაწილში არის ბევრი დასაბუთებული პრეტენზია წულუკიანის მიმართ“ – ანა ნაცვლიშვილი
შემდეგი სტატიალევან შონია – სოფელ ჭუბერში ადიდებულმა მდინარემ სახლი წაიღო, საფრთხე კიდევ ორ სახლს ემუქრება