მიმდინარეობს მუშაობა, რომ მე-7, მე-8, მე-9 კლასის პროგრამა მნიშვნელოვნად განიტვირთოს

მიმდინარეობს მუშაობა, რომ მე-7, მე-8, მე-9 კლასის პროგრამა მნიშვნელოვნად განიტვირთოს, ანუ ნაკლები საკითხი იყოს, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლებში შუა საფეხურის განტვირთვის საჭიროებაზე ისაუბრა.

”მთელს მსოფლიოში ეს პერიოდი შემსუბუქებულია და აქცენტი გადატანილია უნარების განვითარებაზე, სოციალური უნარების განვითარებაზე, სპორტზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე და ა.შ. ჩვენთან როგორი დატვირთულიც არის მე-7 კლასელი, მსოფლოში თითქმის არსად არის ასეთი დატვირთული. სად მიგვაქვს ეს საკითხები? – მიგვაქვს ზედა კლასებში. მე-10, მე-11 მე-12 არის ის კლასები, როცა მაქსიმალურ სწავლაზე უნდა იყოს ორიენტირებული მოსწავლე. მე-7, მე-8, მე- 9 კლასები უნდა იყოს შედარებით მსუბუქი და სახალისო. ზუსტად ამ მიმართულებით ვმუშაობთ”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატ ხახუბიას შვილის დევნაში მონაწილე პოლიციელები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიარუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად კანდიდატურა შეირჩა