მიმდინარეობს კონკურსი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად

პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგში შექმნილი მნიშვნელოვანი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის მაღალი იდეალებით. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოები (ნაშრომი), უნდა ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას და ემსახურებოდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის პოპულარიზაციას.
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია გაიცემა არაუმეტეს ოთხისა, თითოეული 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. პირს, რომელიც პრემიას მოიპოვებს, მიენიჭება გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება და დიპლომთან ერთად გადაეცემა ფულადი ჯილდო.

კონკურსში კანდიდატთა წარდგენის წესი და პირობები:

1. პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში.
2. ლიტერატურული, პუბლიცისტური და მეცნიერული ნაწარმოების თუ ნაშრომის საკონკურსოდ წარდგენა დასაშვებია მხოლოდ მისი დასრულებული სახით (წიგნად) გამოცემის შემდეგ.
3. ხელოვნების სხვადასხვა დარგში შექმნილი ნაწარმოებების საკონკურსოდ წარდგენა შეიძლება მას შემდეგ, რაც მათ სრულად გაეცნობა საზოგადოება (კონცერტებზე, გამოფენებზე, თეატრებში, მასმედიის მეშვეობით და ა.შ.).
4. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოები (ნაშრომი), უნდა ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას და ემსახურებოდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის პოპულარიზაციას.
5. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრით.

კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. წარდგინება, ანუ ნაწარმოების, ნაშრომის აღწერა-დახასიათება იმ განსაკუთრებული ღირსებების აღნიშვნით, რის გამოც ხდება მისი ავტორის გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიაზე წარდგენა. დოკუმენტს ხელს აწერს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
2. ნაწარმოებზე, ნაშრომზე შთაბეჭდილების შესაქმნელად, სასურველია წარმოდგენილ იქნეს საკონკურსო ნაწარმოების, ნაშრომის შესახებ რეცენზიები, აუდიო, ვიდეო, ფოტო და სხვა მასალები.
3. საჭიროების შემთხვევაში ცნობა, სადაც მითითებული იქნება ნაწარმოების (ნაშრომის) გამოცემის (შექმნის) ზუსტი თარიღი.
4. კანდიდატის ბიოგრაფია (CV).
5. ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკის და მეცნიერების დარგში შექმნილი ნაწაროებები (ნაშრომები) 11 ეგზემპლარად (აუდიო, ვიდეო ჩანაწერები, მუსიკალური ნაწარმოების პარტიტურა 11 ეგზემპლარად). წარმოდგენილი ნაშრომები ავტორებს უკან არ უბრუნდებათ.
6. კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და ორი ფოტოსურათი (6X9 სმ).
პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2022 წლის 29 ივლისის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახური, III სართული,
საკონტაქტო პირი: სალომე თორია (ტელ: 577 34 85 34);
ია მოწაფია (ტელ: 577 09 21 27).

banner
წინა სტატიაშიადამიანები, ვისაც გულწრფელად გვინდა ევროპასთან საქართველოს მომავლის დაკავშირება, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოვიქცევით, ეს კონკრეტულად რაში გამოიხატება, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ – უსუფაშვილი
შემდეგი სტატიავფიქრობ, რიგგარეშე სესია სათანადოდ მომზადებული არ იყო, მაგრამ შეიძლებოდა, გამოყენებულიყო ადგილად, სადაც ვისაუბრებდით და მეორე სხდომისთვის საკითხებს მოვამზადებდით – ხვიჩია