მიმდინარეობს დისკუსია როგორ შევქმნათ სიმულაცია, რათა 12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობის დაწყების მიზნით ჩანიშნული პლენარული სხდომა, რაღაცით ბუტაფორიულად შეფუთოთ – სარჯველაძე

მიმდინარეობს დისკუსია თუ როგორ შევქმნათ სიმულაცია, რათა 12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობის დაწყების,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

“12 პუნქტთან დაკავშირებით დღეს, არც ერთი საკითხი არ არის მზად ფორმალური თუ არაფორმალური მიზეზით, რომ პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგში შევიდეს. ამის გადასაფარად იწარმოება დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვიფიქროთ, რომ სიმულაცია შევქმნათ, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობის დაწყების მიზნით ჩანიშნული პლენარული სხდომა, რაღაცით ბუტაფორიულად შევფუთოთ, ანუ ხელოვნურად მოვიგონოთ მიზეზი, რომ ახლა შეცდომით და რეგლამენტის წესების დარღვევით ინიცირებული სხდომა „გავაპრავოთ“. ეს არ არის თავსებადი რეგლამენტის მოთხოვნებთან. სინამდვილეში, ეს არის ვიღაცისთვის დაგეგმილი თამაში, რომ რაღაც ახალი ასპარეზები გაიხსნას იმისთვის, რომ გადაიფაროს რეალურად ნამდვილი მუშაობა”,- აღნიშნა სარჯველაძემ.

მისი თქმით, თორმეტ პუნქტიან გეგმაზე მუშაობა დაწყებულია, რომელშიც უმრავლესობასთან ერთად ჩართულია ოპოზიციის გარკვეული ნაწილი და მან დანარჩენ ოპოზიციას სამუშაო პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

„12 პუნქტიანი გეგმა, გულისხმობს ერთობლივ მუშაობას ყველა საკითხზე. მუშაობა დაწყებულია თორმეტივე საკითხზე და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამაში ჩაერთნენ და აქტიურად მონაწილეობენ, ეს არის ერთადერთი უალტერნატივოდ სწორი რამ. არიან პოლიტიკოსები, პარლამენტარები, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება და მუშაობაში ჩაერთნენ, მუშაობაში, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მონაწილეობით და არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამაში არ ჩაერთნენ და დღეს იძახიან, რომ არიან კონსტრუქციულები და ამის შემდეგ, იგონებენ მიზეზებს, როგორ ახსნან საკუთარი დაშვებული უზარმაზარი შეცდომა. ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის ამბები სინამდვილეში ერთ მიზანს ემსახურება რომ საკუთარი უზარმაზარი შეცდომა, რომელიც მართლა გაკვირვებას იწვევს მოსახლეობაში, რაღაცნაირად აიხსნას და გადაიფაროს. სამწუხაროდ, პრეზიდენტიც რაღაცნაირად, უნებლიედ აღმოჩნდა ამ მცდელობების ხაზის გამგრძელებელი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

წინა სტატიაშიმკაფიოდ განვაცხადეთ, რომ „გაზპრომბანკი“ თუ მოხვდებოდა სანქციების სიაში, უნგრეთი მხარს ვერ დაუჭერდა – სიიარტო
შემდეგი სტატიაუკრაინას სჭირდება მეტი იარაღი, ჩვენ მივაწვდით მას, ომი თუ გაგრძელდება, ჩვენც გავაგრძელებთ მხარდაჭერას – ბორელი