“მიმდინარეობდა ჩემი დევნა”-გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ უშიშროება დევნიდა

დამოუკიდებელი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის თქმით, დიდი ხანია მასზე დევნა და ზეწოლა მიმდინარეობს. ამის შესახებ მან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „თავისუფალ დემოკრატებში“ ვიყავი, მიმდინარეობდა ჩემი დევნა. ძალიან ბევრი ფაქტი შემიძლია დავასახელო, თუმცა დეტალებში არ შევალ, რადგან თავიდანვე ისე მოვახერხე მომეგერიებინა თავდასხმები, რომ საჯარო არ გამხდარიყო.

კოალიციის შიგნით ეს ხშირად მითქვამს. როდესაც პოლიტსაბჭოს წევრი გავხდი, შევიწროება შემცირდა, თუმცა ცდილობდნენ, რომ ყოველთვის კონტროლის ქვეშ ვყოფილიყავი“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩვილთა საყოველთაო ნათლობა 23 ნოემბრის ნაცვლად, 24 ნოემბერს ჩატარდება
შემდეგი სტატია“ლელოს” 12 ახალი წევრი-პატიმრობაში მყოფი გიორგი ბუნტური „ლელოს“ წევრი გახდა