მიმდინარე წლის იანვარში ყველა საგამოძიებო უწყების მიერ 1 211 დანაშაული გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის იანვრის თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.

როგორ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: საქართველოს მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო.

2016 წლის იანვრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ, რეგისტრირებულ იქნა 3183 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1211 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 38.05%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +3.95%.

2016 წლის იანვრის თვეში შსს–ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2125 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1103 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 51.91%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +1.87%.

banner
წინა სტატიაში“ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას სრულ მხარდაჭრას უცხადებს”
შემდეგი სტატია“კანონის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლება საქართველოს 400 ათასზე მეტ მოქალაქეს მიწას ჩამოართმევს”