მიმდინარე წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართან 400 ქართველი დააკავეს

2018 წელს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და საქართველოს დროებით საზღვართან საქართველოს 400 მოქალაქე დააკავეს – დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რუსული მედია აქვეყნებს. “მიმდინარე წელს საზღვარზე 400 დაკავება მოხდა. ძირითადად, რა თქვა უნდა, დარღვევები დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის საქმიანობასთან და იმასთან, რომ საქართველო საზღვრის დემარკაციაზე უარს ამბობს. ველოდებით, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენი მეზობლები გააქტიურებიან და პროვოკაციის გზით ამომრჩევლებთან ფსევდოპატრიოტიზმის დამტკიცებას დაიწყებენ” – ბიბილოვმა თქვა.

“ძირითადად, ისინი ჩვენს სასაზღვრო ნიშნებს ანადგურებენ, იყო, ასევე ჯგუფების მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდელობები, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში საეკლესიო ცერემონია ჩაეტარებინათ” – დაამატა ბიბილოვმა.

2008 წელს მოსკოვმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. რუსეთის გარდა ისინი აღიარა, ასევე, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ვანუატუმ, ნაურუმ და ტუვალუმ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ მათ მთავრობას გადავაყენებთ“ – გიორგი შენგელაია აქციებს აანონსებს
შემდეგი სტატია,,არ შეიძლება ყველაფრით სპეკულირება და არჩევნებში შედეგის მისაღწევად ყველაფრის კადრება”