მიმდინარე წელს, დიდუბეში ასფალტის საფარი 53 454 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წელს, 54 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა 53 454 კვ.მ ფართობზე მოაწესრიგა.

სამუშაოები განხორციელდა, როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე, შიდა კვარტალურ გზებსა და თბილისური ტიპის ეზოებში.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგო სამ ქუჩაზე, 31 თბილისური ტიპის ეზოსა და 20 შიდა კვარტალურ გზაზე.

აღნიშნული პროექტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 854 391 ლარი გამოიყო.

ამ ეტაპზე, ასფალტის მოწესრიგება ტერევერკოს ქუჩის პირველ შესახვევსა და ჭიაურელის ქუჩის მესამე ჩიხში მიმდინარეობს, რომელიც უხლოეს პერიოდში დასრულდება.

დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მთელი წლის განმავლობაში განახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია 29 სექტემბერს იენს სტოლტენბერგს შეხვდება
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „ერთიანი საქართველო“ არჩევნებზე მხოლოდ მათთვის მისაღებ მაჟორიტარ კანდიდატებს დაუჭერს მხარს