მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო იემენის მოსახლოება ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა

მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო იემენის მოსახლოება ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამჟამად ქვეყანაში 6.7 მილიონი ადამიანი შიმშილობის ზღვარზე იმყოფება. კრიზისთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეში უმსხვილესი საქველმოქომედო ორგანიზაციები ბრიუსელში შეიკრიბებიან და არსებული მდგომაროების მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ იემენში სამოქალაქო ომი 2014 წელს დაიწყო. ქვეყნის მთავრობას ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი ამბოხებულები დაუპირისპირდნენ. ისინი იემენის სამხრეთ ნაწილის დამოუკიდებლობას ითხოვენ. კონფლიქტში საუდის არაბეთი იემენის მთავრობას ავიაიერიშებით ეხმარება. დაპირისპირებას დღემდე 100 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

banner
წინა სტატიაშიდავით ჯანდიერი გიგი უგულავა დაკავების ფაქტს ეხმაურება
შემდეგი სტატიაუცხოური პრესა გიგი უგულავას მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება