“მიმდინარე პროცესები აშკარად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ემსახურება ვიწროპარტიულ მიზნებს” – წალენჯიხის მერია განცხადებას ავრცელებს

მიაღწევს თუ, არა “ქართული ოცნება” უკანონი დაკავებებითა და ოპოზიციონერი ლიდერების ციხეში ჩასმით მიზანს, რომელიც დიქტატურული მეთოდებით, საქართველოში, საბჭოური რეჟიმის დაბრუნებასა და კრემლის “წისქვილზე წყლის დასხმას” ემსახურება, 4 ოქტომრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით გახდება ცნობილი.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, თუ სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“წალენჯიხის მერია გმობს ცენტრალური ხელისუფლების ღია მცდელობებს, დაამკვიდროს დიქტატურა ქვეყანაში — ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით, ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციითა და ტოტალიტარული მმართველობის ნიშნების გავრცელებით.
მიმდინარე პროცესები აშკარად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ემსახურება მხოლოდ ვიწროპარტიულ მიზნებს, რაც არსებით საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას.
ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლიტ. პატიმრებსა და ყველა მოქალაქეს, ვინც იბრძვის დემოკრატიის, თავისუფლებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირანმა ყატარის ამერიკულ ბაზაზე იერიში მიიტანა, აშშ უშიშროების საბჭო სიტუაციურ ოთახში იკრიბება
შემდეგი სტატიაპიტერ ფიშერი: საით მიდიხარ საქართველო?