მიმდინარე პროცესები არ ემსახურება დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის სისტემის სათანადო მუშაობას – ჩეხეთის ელჩი ინსპექტორის სამსახურზე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ “ქართული ოცნების” კანონპროექტს ეხმაურება საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ მიკისკა და წერს, რომ მიმდინარე პროცესები არ ემსახურება დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის სისტემის სათანადო მუშაობას.

ის ერთ-ერთია ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვა ელჩებთან ერთად, რომლებიც ლონდა თოლორაიას პირადად შეხვდნენ.

“საგანგაშოა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაგეგმილ გაუქმებასთან, ყველა თანამშრომლის გათავისუფლებასთან და ამ დაჩქარებული მოქმედებებისთვის შერჩეულ დროსთან დაკავშირებული გარემოებები. ისინი არ ემსახურებიან დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის სისტემის სათანადო მუშაობას”, – წერს ჩეხეთის ელჩი.

banner
წინა სტატიაშიგვაშფოთებს ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული წესით დაშლის ინიციატივა – ნიდერლანდების ელჩი
შემდეგი სტატიაშსს-ს მომსახურების სააგენტო პირველიდან 9 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებს