“მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება NATO-ს იმ წევრებმა გამოიყენონ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც უკვე სკეპტიკურად არიან განწყობილი”

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდრეს ფონ რასმუსენის შეფასებით, პოლიტიკური კრიზისმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. ამის შესახებ რასმუსენი ამერიკის ხმას ესაუბრა.

“მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება NATO-ს იმ წევრებმა გამოიყენონ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც უკვე სკეპტიკურად არიან განწყობილი. მათ შეუძლია შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები კიდევ ერთ დამატებით არგუმენტად გამოიყენონ იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მიიწვიონ საქართველო NATO-ში. ჩემი რჩევა, ცხადია ის არის, რომ მთავრობამ ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციის დასტაბილურება შეძლოს”. – თქვა რასმუსენმა.

ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, დემოკრატიაში ყველამ უნდა სცეს პატივი მთავრობას, პარლამენტსა და სასამართლო სისტემას შორის ძალის გადანაწილებას, “წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს გარშემო ეჭვები მუდამ იარსებებს”.

რასმუსენი ასევე უარყოფითად აფასებს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და იმედს გამოთქვამს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი სამართლიანი იქნება.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მიმართ არა მხოლოდ კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ახალი კითხვები გაჩნდება.” – თქვა რასმუსენმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა კონსილიუმთან შეხვედრაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიახვიჩია – ხელისუფლებამ თქვა, აქციაზე იმაზე მეტ ადამიანს მივიყვანთ, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიყვანაო, ამ მხრივ საკუთარი ორგანიზაციულობის უნარი აჩვენა