მიმართვა საგარეო საქმეთა სამინისტროს- “სტამბოლის აეროპორტში 170-ზე მეტი ქართველი გაუსაძლის მდგომარეობაშია”

“მივმართავ საქართველოს მთავრობას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ხელმძღვანელლობას და travelling company pegasus-ის მესვეურებს! ყურად იღონ საქართველოს 170 -ზე მეტი მოქალაქის გასაჭირი სტამბოლის აეროპორტში. ვინაიდან, გაურკვეველი მიზეზების გამო, ასევე გაურკვეველი დროით, ორი დღეა გადადებულია რეისები საქართველოს მიმართულებით. გუშინ საღამოს, საქართველოს 250 მოქალაქეს ორჯერ დაატოვებინეს გასაფრენად მომზადებული ბორტი ყოველგვარი ახსნა -განმარტების გარეშე. არიან მოხუცები, ბავშვები, მათ შორის მეძუძურებიც, რომელიც მთელი ღამის ღამის განმავლობაშიც ატარებდნენ ერთი ტერმინალიდან მეორეზე. ქალების უმრავლესობა ფსიკოლოგიურ შოკშია. ჩ ბილეთები სავარაუდოდ გაუქმებულია ( ჯერ არ ეუბნებიან ). აღნიშნული მდგომარეობა გააცნეს სტამბულის გენერალურ საკონსულოს, მაგრამ ამ დროისთვის არავინ მოსულა ადგილზე და არ შეხვედრია ბედის ანაბარად მიტოვებულ ქართველებს უცხოეთის ცის ქვეშ.

,,შემოგთავაზებ კონსულის სატელეფონო საუბარს დიანტერესების შემთხევევაში, მართალია ამ დროისთვის საქართველოს 150 მდე მოქალაქე უკვე სასტუმროში განათავსეს და მათ მიეწოდებათ ცივი წყალი და საკვები, მაგრამ ეს არაა საკმარისი. მივმართავ საგარეო საქმეთა სამინსიტროს, თუ საკუთარი მოქალექეების უფლებებს ვერ იცავს და არ აინტერესებს რა საჭიროა საქართველოს სახელით იყო დესპანი სტამბოლში??? მოუწოდებ მედია საშუალებებს, დაინტერესდენ ამ თემით თუ როგორ ექცევა პეგასუსის კომპანია თავიანთ მგზავრებს და რა გაუსაძლის მდგომარეობაში არის 200- მდე ქართველი სტამბულის აეროპორტში. რომელთა უფლებები შელახულია და მათ მოსარჩლე არავინ ჰყავს, სრულიად ბედის ანაბარად არიან”-აღნიშნულ მიმართვას საკუთარი ფეისბუკ გვერდის საშუალებით ედიშერ ჯაფარიძე ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში„მოვითხოვთ, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გამოქვეყნებამდე, სენაკის მუნიციპალიტეტში ყველანაირი სამუშაო შეჩერდეს!“
შემდეგი სტატიატაივანმა რაკეტა შეცდომით ჩინეთისკენ გაუშვა