მიმართვა მართლამდიდებელი ეკლესიის მეთაურებს

მიმართვა მართლამდიდებელი ეკლესიის მეთაურებს

“უწმინდესნო და უნეტარესნო მამანო და მეუფენო, ქრისტეს მიერ წმინდა სამწყსოს მწყსად დადგინებულნო,
მოგმართავთ ივერიის უწმინდესი სამოციქულო ეკლესიის შვილები და გვინდა გაცნობოთ ჩვენი ადგილობრივი ეკლესიის კრიზისის შესახებ, რომელშიც ის ახლა იმყოფება.
მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის ისტორიაში უამრავი მაგალითია საეკლესიო კრიზისისა, ჩვენი ვითარება მაინც განსაკუთრებით სახიფათოა.

1995 წლის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დებულების მიხედვით ეკლესიის მმართველად ფაქტიურად ცხადდება კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის ხელშიც უზარმაზარმა ძალაუფლებამ მოიყარა თავი და რომელიც ერთპიროვნულად წყვეტს მთელ რიგ კანონიკურ თუ სხვა ხასიათის საკითხზებს, ისე რომ არაფერს ეკითხება წმინდა სინოდის სხვა წევრებს.
კათოლიკოს-პატრიარქმა ფაქტიურად გააუქმა ეკლესიის არსებობის და დანიშნულიების მთავარი პრინციპი, კრებსითობა და საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით ადგენს, ცვლის, ათავისუფლებს, სჯის ეპისკოპოსებსაც კი, ისე რომ ამ უკანასკნელთ არ ეძლევათ საშუალება წამოჭრილი პრობლემის წმინდა სინოდის დაყენებისა. კათოლიკოს-პატრიარქს და მის გარშემო შეკრებილ საეჭვო წარსულის ხალხს სრულიად უზურპირებული აქვთ ეკლესია და მრავალი წლის განმავლობაში აფერხებენ სწორი, მოციქულებრივ სწავლებაზე დაფუძნებულ საღვთისმეტყველო აზროვნების განვითარებას მრევლში. მრევლის ფუნქცია და მოვალეობა, მონაწილეობა მიიღოს საეკლესიო ცხოვრების მნიშნელოვან საკითხებში, მინიმუმამდეა დასული.

კათოლიკოს-პატრიარქი და მისი გუნდი ახალისებს და იფარავს სასულიერო და საერო პირებს, რომლებიც უდიერად იხსენიებენ მსოფლიო პატრიარქს და იმ ეკლესიის მეთაურებს, რომლებმაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია სცნეს, რუსული ეკლესიის გავლენით და მისი წამომადგენელის, ილარიონ ალფეევის საქართველოში ვიზიტის შემდეგ 2017 წელს, პატრიარქის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ანტიკანონიკური გზით დაინიშნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, რომელიც ასევე რუსული ეკლესიის გავლენის ქვეშაა. მღვდელმთავრების გარკვეულ ჯგუფთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აჭიანურებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ ამის არავითარი კანონიკური წინააღმდეგობა არ არსებობს. საქართველოს საპატრიარქო არ ითვალისწინებს თეოლოგებისა (საპატრიარქო არ სცნობს თეოლოგებს, რომლებმაც განათლება დასავლეთში მიიღეს) და კომპეტენტური ხალხის რჩევებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროს ეყრდნობა რუსული გავლენის ქვეშ მყოფ ე.წ. თეოლოგებს.

კანონიკური განწესებების სრულიად უხეში და უახლესი დარღვევა გამოვლინდა ა/წ 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომაზე, სადაც კათოლიკოს – პატრიარქის პირადი გადაწყვეტილებით უსამართლოდ შეუჩერეს მსახურების უფლება ჭყონდიდის აწ უკვე ყოფილს მიტროპოლიტს, პეტრეს ( ცაავა). მოგახსნებთ, რომ ამ უკანსკნელს სურდა წმინდა სინოდის წინაშე დაეყენებინა მთელი რიგი საკითხები, რომლების მისი თქმით მაღალი იერარქების უზნეო საქციელს შეეხებოდა. სამწუხაროდ მას ამის საშუალება არ მიეცა და ეს პროცესი საჯარო გახდა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არ სურს პრობლემებიის აღიარება, წმინდა სინოდს არ შესწევს კრიზისიდან გამოსვლის ძალ და ამის გამო საეკლესიო ცხოვრება კალაპოტიდანაა ამოვარდნილი, უმორჩილესად გთხოვთ რეაგირებას და დახმარებას. საქართველოს ეკლესია ხომ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულის ნაწილია და თუ ტკივა ამ სხეულის რომელიმე ნაწილს, ეს მთელი სხეულის ტკივილია”.

ქრისტესმიერი სიყვარულით,

ზვიად ცაბაძე, თეოლოგი
გიორგი ტიგინაშვილი, თეოლოგი
შოთა მათითაშვილი, ისტორიკოსი
ირინა ძაძამია, მრევლი
მარიამ ქინქლაძე-დვალი, მრევლი

banner
წინა სტატიაშიმაჟორიტარების გამო ივანიშვილი ამერიკელებმა გააფრთხილეს?
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა