,,მიმართვა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მთავრობის რეალურ მმართველს”-,,ომეგა ჯგუფის” თანამშრომლები

,,ომეგა ჯგუფის” თანამშრომლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ.1500 თანამშრონელი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც ,,თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ

,,მოგმართავთ „ომეგა ჯგუფის“ მშრომელი ხალხის, 1500 თანამშრომლის სახელით, ბოლო პერიოდში განვითარებული მდგომარეობის გამო.
ბატონო ბიძინა, ჩვენთვის, უბრალო მშრომელი ხალხისთვის, კარგად გასაგებია მიზეზი ომეგას ფაბრიკის გაჩერების, რომელიც მდგომარეობს მთავრობის განაწყენებაში, რადგან ჩვენმა დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა პირველად საქართველოში გამოამჟღავნა მტკიცებულებები კორუფციის გამოძალვისა და რეკეტის მმართველ ვერტიკალში და ამავე დროს, არ შეასრულა თქვენი მოთხოვნა, არ წაიკითხა პრეზიდენტის არჩევნების დროს გადმოცემული ტექსტი, როგორც თქვენთან დაახლოებულმა და მერე მოძულებულმა ბანკირმა ჩაიდინა.

ჩვენ, უბრალო მშრომელი ხალხი ვმუშაობთ „ომეგა ჯგუფში“ თითქმის 30 წელია. გვეამაყება, რომ ჩვენი შრომის შედეგად ბიუჯეტში „ომეგა ჯგუფმა“ შეიტანა 1,5 მილიარდზე მეტი ლარი და ამავე დროს, ჩვენი შრომის შედეგი არ ემსახურებოდა კორუფციას, მაგალითისთვის 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც ავმუშავდით, შევიტანეთ 6 მლნ. ლარი, ხოლო ჩვენმა ხელახალმა გაჩერებამ 2019 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში დააკარგვინა სახელმწიფო ბიუჯეტს 12 მლნ. ლარი.

ჩვენ, „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლების სახელით, რომლებსაც ჯერ კიდევ გვჯერა, რომ ჩვენ მივიღებთ საქართველოს კონტიტუციით მონიჭებულ შრომის უფლებას, ჩვენს ფაბრიკაში და კომპანიაში, რომელიც სულ წარმატებული იყო მისი არსებობის პერიოდში, 30 წლის განმავლობაში, როგორც ჩვენი ოჯახებისთვის, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და არ შევიქმნებით მსხვერპლი მთავრობის უკანონო შურისძიების.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ სახელწიფო ბიუჯეტში შენატანი და ჩვენი ოჯახების შემოსავალი „ომეგას“ ფაბრიკის უწყვეტი წარმოებით გამომუშავდება, ჩვენ კი სამწუხაროდ, მთავრობა არ გვაძლევს ფაბრიკაში მუშაობის საშუალებას, „ომეგას“ მხრიდან შეთავაზების მიუხედავად , რომ სრულად გაისტუმროს საგადასახადო ვალდებულება მთავრობისთვის წარდგენილი გრაფიკის მიხედვით.
მაგალითად, წინა მთავრობის დროს, 2004 წელს „ომეგამ“ მიიღო რესტრუქტურიზაცია, 5 წლის განმავლობაში წარმატებით გაისტუმრა და ამავე დროს, იგივე მთავრობის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში 700 მლნ. ლარზე მეტი შეიტანა.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „ომეგა ჯგუფის“ მიერ შემოთავაზებული გრაფიკი, რომ სრულად დაფაროს არსებული ვალდებულება, მთავრობისთვის უნდა იყოს მისაღები, რაც საუკეთესო იქნება სახელმწიფოში ბიზნესის თავისუფლებისთვის, კორუფციის და ძალმომრეობის აღმოფხვრისთვის საქართველოში და „ომეგა ჯგუფი“ კი ასევე, იქნება წარმატებული ბიზნესის, მშრომელი ხალხის უფლებების და თავისუფლების საუკეთესო მაგალითი.”-ნათქვამია მიმართვაში

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ სოფელ პირველ ოტობაიაში ომონმა საქართველოს მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიამთავარი ინტერესია, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღიარებული იყოს – სალომე ზურაბიშვილი