მიმართეთ ხელისუფლებას – პრეზიდენტის პასუხი ნიკა გვარამიაზე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ხვალ 17 ივნისს გადაწყვეტილებები იქნება მიღებული იმაზე დაყრდნობით, თუ რა გააკეთეს ბოლო წელს.

“1 წლის წინ ვიყავით პეტრაში, ვიყავით ბათუმში, სადაც მე ჩამოვიყვანე შარლ მიშელი, ზელენსკი და მაია სანდუ და ვიყავით წამყვანი ძალა ამ ტრიოსი”,- თქვა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ამ ერთ წელში ხელისუფლებამ ჩასვა ციხეში ნიკა გვარამია, მეხუთე პრეზიდენტმა ისრები მთავრობის მისამართით გადაიტანა და მხოლოდ ეს თქვა: “მიმართეთ ხელისუფლებას”.

სალომე ზურაბიშვილს კითხვა იმპიჩმენტის შესაძლო მოთხოვნაზე დაუსვეს, რაზეც პრეზიდენტმა მედია ისევ ხელისუფლებასთან გადაამისამართა და თქვა: “არ ვიცი, მთავრობას ჰკითხეთ”.

წინა სტატიაშიგერმანია მხარს დაუჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებას, იგივე ვრცელდება მოლდოვაზეც – შოლცი
შემდეგი სტატიაევროპულ საბჭოზე წევრი ქვეყნები გამოთქვამენ მოსაზრებას იმ შეფასებაზე დაყრდნობით, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება, შეფასებასთან დაკავშირებით კომენტარს დღეს ვერ გავაკეთებ – ჰარცელი