თამაზ მეჭიაური: მიმაჩნია, რომ დღესაც მისი ყოველი დღე ამ თანამდებობაზე არის საფრთხის შემცველი

„მიმაჩნია, რომ დღესაც მისი ყოველი დღე ამ თანამდებობაზე არის საფრთხის შემცველი,“ – ასე შეაფასა თამაზ მეჭიაურმა თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით.

მეჭიაურმა, პრემიერმისტრისგან მოითხოვა, რომ მან თინა ხიდაშელს ამ გადაწყვეტების გამო არა მხოლოდ უსაყვედუროს, არამედ გაათავისუფლოს ის დაკავებული თანამდებობიდან.

„მიმაჩნია, რომ დღესაც მისი ყოველი დღე ამ თანამდებობაზე არის საფრთხის შემცველი. ვითვალისწინებ რა იმას, რომ პრემიერი ცალსახად მის პოზიციაზეა, მაშინ პრემიერმაც უნდა გაიზიაროს ის პასუხისმგებლობა, რაც ამ ქალბატონის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს შეიძლება მოყვეს. თავდაცვის მინისტრის ამ საქციელს, პირველ რიგში შეფასება უნდა მისცეს პრმიერმინისტრმა და ეს შეფასება არ უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ სიტყვიერი დატუქსვით. სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ყველა და მათ შორის მეც, პასუხისმგებლობას თავდაცვის მინისტრის ქმედებებზე დავაკისრებ უპირველსად პერმიერმინისტრს,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილის მცდელობა “რუსთავი 2″-ის გაჩუმებით შეძლოს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ძალაუფლების შენარჩუნება”
შემდეგი სტატიამარია ზახაროვა – ჩვენთვის სულ ერთი არაა საქართველოს არჩევნების შედეგები