მილტონ ჰეიგს „სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭა

ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა „სპორტის რაინდის“ წოდება მიანიჭა.

ტარიელ ხეჩიკაშვილმა ახალ სპორტის სასახლეში ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრებს, რაგბის კავშირის ხელმძღვანელებსა და სამწვრთნელო შტაბს უმასპინძლა. მინისტრმა მათ წარმატება მიულოცა და მათთან საქართველოში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებით დაასრულა ოკეანეთის ტურნე. სამი შეხვედრიდან ბორჯღალოსნებმა ერთი ფრედ, ორი კი გამარჯვებით დაასრულეს. ოკეანეთში წარმატებული თამაშის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, რაც სარეკორდო და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქართული რაგბის ისტორიაში. წარმატებები აქვს საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებსაც, რომელმაც ინგლისში ჩატარებულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრსო ცნობით, 2017 წელს საქართველო 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. უკვე ხორციელდება ყველა აუცილებელი ღონისძიება, რომელთა ერთობლიობაც უზრუნველყოფს ამ უმნიშვნელოვანესი სპორტული ფორუმის უმაღლეს დონეზე ორგანიზებას. ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან გამოცხადებულია სრული მხარდაჭერა და ხორციელდება მთელი რიგი კომპლექსური ქმედებები. ინფრასტრუქტურის მიმართულებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ უკვე პრაქტიკულად მზად არის საშეჯიბრო მოედნები, ხოლო გუნდებისთვის განკუთვნილი სავარჯიშო მოედნები სრულად იქნება მზად და უპასუხებს საერთაშორისო სტანდარტებს.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი: საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლება კანონდარღვევით მოხდა
შემდეგი სტატიაკონსული საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, აეროპორტში ბილეთების გადასაცვლელად რამდენიმე საათით ადრე მივიდნენ