(ვიდეო) მილიონის სანაცვლოდ შემოგვთავზა გვეყიდი ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიომასალა

დავით საყვარელიძე მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებას ეხმაურება და ინფორმაციას კომიკურს და ტრაგიკულს უწოდებს.

„კომიკური და ტრაგიკულში გადავიდა ეს ყველაფერი. ძალიან გული მწყდება, რომ სიმწრით ნაშენები ქვეყანა და ინსტიტუტები პრიმიტიული, გონებაშეზღუდული და ბოროტი ადამიანების ხელში აღმოჩნდა. ერთი უზუსტობა დაუშვა პროკურორმა, თავიდან მშვილდისრით ვაპირებდი წერილის ტყორცნას, შემდეგ მტრედებს გავატანე, მალე რომ მიეტანათ, ესეც უნდა დაემატებინათ და სრული სურათი დაიხატებოდა“, – განაცხადა საყვარელიძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

დავით საყვარელიძე საქმეში სუს-ის ჩართულობაზე საუბრობს.

„უნამუსობა და სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ისინი აკეთებენ, ამას ჰქვია სისხლის სამართლის დანაშულის მასალების, მტკიცებულებების გაყალბება, ამაზეა ცალკე მუხლი, ადრე თუ გვიან ეს მუხლი უნდა გააქტიურდეს, რომ ეს სისტემები და ინსტიტუტები არ იყოს მართული პოლიტიკური ჯგუფების მიერ“, – განაცხადა დავით საყვარელიძემ.

საყვარელიძის განცხადებით, ის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმეზე არ დაუკითხავთ.

“სატელევიზიო კომუნიკაცია აქვს საქართველოს პროკურატურას ჩემთან. ფალსიფიცირებული, ბრიყვული თხზულებების მეშვეობით, შევარდნაძისდროინდელი უშიშროება და პროკურატურა ამას არ იზამდა, არ იკადრებდა. სამარცხვინოა, პირში ვეტყვი, როცა ვნახავ ყველა იმ პროკურორს, რომლებიც მე კარგად მიცნობენ, ვინც დღეს გამოაცხადა, მისი ხელმძღვანელები, შოთაძე, გაბიტაშვილი, ეს არის უნამუსობა, არაკაცობა და სისხლის სამართლის დანაშაული“, – განაცხადა დავით საყვარელიძემ.

პროკურატურის განცხადებით, “მოსამართლეებმა საცხოვრებელი სახლის მისამართებზე წერილობითი მიმართვები დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს”

დავით საყვარელიძე მასთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

“არ ვაპირებდი ამ ნაძირალის ხსენებას საერთოდ, მაგრამ იძულებული ვარ, ვთქვა, ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, მის სახელს არ დავასახელებ, ალბათ, თვითონ იტყვის და მოყვება ამის შესახებ, დაგიდასტურებთ, რომ კონკრეტულად ნარკომანი და მექრთამე ლაშა ნაცვლიშვილი 2013 წლის ბოლოს მას შეხვდა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში, მას შემდეგ უკვე, რაც განაწყენებული და გაგდებული იყო და რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ შემოგვთავზა გვეყიდი ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიომასალა. მე როგორც მახსოვს, მოასმენინა კიდეც რამდენიმე ჩანაწერი”, – განაცხადა საყვარელიძემ “არჩევანის” ეთერში.

https://youtu.be/jTNljSnR1Sg

 

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიალაშა ნაცვლიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ფარული ჩანაწერების სანაცვლოდ რამდენიმე მილიონს ითხოვდა