მილიონი ნაზღაიძის ოჯახს – საკრებულოს ნაციონალური მოძრაობა ახალ დეტალებზე საუბრობს

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული 1 მილიონის ახალ გარემოებებზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ახალი განცხადება გააკეთეს.

მარინა დათუკიშვილის თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ სანდრო ეულის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ აუქციონზე გამოიტანა მიწის ახალი ნაკვეთი, რომელიც მოსამართლის ოჯახისთვის გადაცემული ნაკვეთის გვერდით მდებარეობს.

აქუციონზე ნაკვეთი 2 მილიონ ლარად იქნა შეფასებული, ანუ 4 ჯერ უფრო ძვირად, ვიდრე ნაზღაიძისთვის გადაცემული მიწა.

„მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს გადაეცა 5 ათასი კვ.მ სანდრო ეულის 7 ნომერში, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ შეაფასა 515 ათს ლარად, სანდრო ეულის ქუჩაზე ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ აუქციონი გამოაცხადა ბევრად ნაკლები კვ.მ-ის მიწაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს საწყის ღირებულებად შეფასებული აქვს 2 მილიონ 400 ათას ლარად, ამ მიწის ნაკვეთის კვ. მეტრაჟი გახლავთ 4 ათას 529 კვ.მ,“ – განაცხადა მარინა დათუკიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიენმ-ის წევრები დრანდის ციხეში დაპატიმრებული გიორგი ლუკავას მეუღლეს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა