13.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ნივთების ქურდობისთვის ამერიკაში 48 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს

1,015,115.00 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ნივთების ქურდობის ბრალდებით, ამერიკაში  48 წლის ქართველი, გრიგოლი ჩაფიჩაძე დააკავეს.

გრინვიჩის პოლიციის დეპარტამენტი წერს, რომ საქმე ეხება სახლების ძარცვის ფაქტებს. გამოძიების ინფორმაციით,  ჩაფიჩაძემ არაერთი საცხოვრებელი სახლი გაძარცვა გრინვიჩში, ასევე ქალაქ ნიუ-კანაანში.

48 წლის ქართველს რამდენიმე ბრალი წაუყენეს, მათ შორის ქურდობისა და შეთქმულების მუხლებით.

საბოლოოდ, ჩაფიჩაძეს გირაო სასამართლომ 5,000,000 აშშ დოლარის ოდენობით განუსაზღვრა. კაცი 29 იანვარს დააკავეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველი მოსკოვში რუს მაღალჩინოსნებს შეხვდა