“მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება, ყველას თანაბრად რომ გვეკუთვნის, უნდა გადაეცეს არაბულ კომპანიას” – კუპრაძე არაბულ ინვესტიციაზე

“ქვეყანაში გაჩნდება ორი ანკლავი” – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა და “TV პირველის” ეთერში არაბული ინვესტიციის საფრთხეებზე ისაუბრა.

მისი თქმით, Eagle Hills Georgia-ს პროექტში ბინების ყიდვის შემდეგ საქართველოში კულტურულად განსხვავებული ადამიანები დასახლდებიან, რაც ეროვნულ-დემოგრაფიულ პრობლემას ქმნის.

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მოცემულ სიტუაციაში ქვეყანა კორუფციული რისკების ქვეშაა, რადგან პროექტი გასაიდუმლოებულია და არ ვიცით რის სანაცვლოდ უნდა გადაეცეს მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება უცხო ქვეყნის კომპანიას.

ერთი ეროვნულ-დემოგრაფიული საკითხი, სადაც ჩვენ ქვეყანაში გაჩნდება ორი ანკლავი. ანკლავი არის იზოლირებული სივრცე, სადაც ცხოვრობს კონკრეტული მოქალაქეების ერთობა, კონკრეტული ადამიანების ერთობა, რომლებიც არ არიან შენი არც სახელმწიფოებრივი სხეული, არც სოციალური სხეული – შენი მოქალაქე არ არის, ქართულად არ საუბრობს, იზოლირებულია სრულიად შენი კულტურული სივრცისგან და ამ დროს, ძალიან მარტივად გასაგებია ის, რომ ბევრი კულტურული სხვაობაც არსებობს ჩვენ შორის.

ჩვენ რომ ვიყოთ ზრდადი ქვეყანა, მრავალრიცხოვანი, რომელსაც საფრთხეს არ შეუქმნის ამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქის მუდმივად ჩამოცხოვრება… თუ ყიდულობ სახლს ამ ტერიტორიაზე და იხდი მილიონობით დოლარს, რა თქმა უნდა, ის სახლი საცხოვრებლად გინდა და არა გასაქირავებლად.

მეორე, მნიშვნელოვანია კორუფცია. კორუფციული რისკები – 6.4 მილიარდ დოლარზე როცა ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ პარალელურად სახელმწიფოს მხრიდან 33%-იან თანამონაწილეობაზე. ანუ მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება, ყველას თანაბრად რომ გვეკუთვნის, უნდა გადაეცეს არაბულ კომპანიას. გინდა არაბული, ამერიკული, ვინც არ უნდა იყოს, გადაეცეს უნდა არაბულ კომპანიას რის სანაცვლოდ? რის სანაცვლოდ უნდა გადაეცეს მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება უცხო ქვეყნის კომპანიას, საიდანაც არ ვიცით რა სარგებელი შეიძლება ვნახოთ.

იქ რომ კობახიძე გამოვა, ივანიშვილის ხელისუფლება რომ გამოვა, ასეულობით მილიონი რომ აქვთ მოპარული და დამიწყებს დარწმუნებას, რომ თურმე ყველაფერი კარგად არის და იქ სახელმწიფოს ინტერესები დაცულია – ერთი მიზეზი მითხარით რატომ უნდა ვენდო?” – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

შეგახსენებთ, რომ Eagle Hills Georgia-ს ოფისი და შოურუმი კინოთეატრ “რუსთაველის” შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. გახსნა 21 ოქტომბერს “ქართული ოცნების” მინისტრებმა საზეიმოდ აღნიშნეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომპანია საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. მისი გეგმებით, თბილისში 600 ჰექტარზე ახალი “მწვანე ქალაქი”, ხოლო ბათუმში 250 ჰექტარზე “პრემიუმ კლასის ტურისტული კურორტი” აშენდება.

banner
წინა სტატიაში“თავისუფლების მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ მსვლელობის დროს 4 პირი დააკავა
შემდეგი სტატიააშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ნარკოკარტელი, სახელად “მზეთა კარტელი” (Cartel De Los Soles), უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა