მილიარდელ ადამიანს მოსყიდვაც უჭირს – ნატო ჩხეიძე

“სახელმწიფო ხალხისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ ოპოზიციის დღევანდელი ბოიკოტით აშკარა გახდა, რომ “ქართულ ოცნებას” მათი ოპონენტების ფულით მოსყიდვაც უჭირს.

“აშკარა გახდა, რომ მოსყიდვაც რთულია და ძნელია და აშკარა გახდა, რომ ამ ვითომ მილიარელ ადამიანს ძალიან უჭირს მოსყიდვა, ეს არის მისი სისუსტე, სერიოზული სისუსტე”, – ამბობს ნატო ჩხეიძე.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს, ნატო ჩხეიძე ფიქრობს, რომ “ოცნება” არ დათანხმდება ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც მას ხელისუფლებას დაათმობინებს.

“ისეთ დათმობებზე არ წავა თავისი ნებით, რომელიც მას ხელისუფლებას დაათმობინებს. ამიტომ, მე არ მჯერა ამ მოლაპარაკებების შედეგის, თუკი არ იქნება სერიოზული რეაქცია საზოგადოების მხრიდან და ჩვენი უცხოელი კოლეგების, სახელმწიფოების მხრიდან და ესეც აუცილებლად იქნება იმიტომ, რომ როცა ოპოზიციის სიმტკიცეს ხედავს საზოგადოება და თვითონაც ამ მიმართულებითაა, ისიც უფრო აქტიურია და როდესაც ქვეყნის ასეთ აქტიურობას ხედავენ უკვე ჩვენი პარტნიორები, ისინიც შეიცვლიან დამოკიდებულებას. მათთვის, ზოგჯერ, ცოტა ძნელი დასაჯერებელია ის, რომ ქვეყანა, რომელიც ამბობს, დემოკრატიისთვის მივისწრაფვი, რეალურად ის დიქტატურისკენ მიისწრაფვის”, – ამბობს ნატო ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაშიმუხრან ბურჭულაძე: პრინციპულად ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება „ჩაკრულო“-ს წელი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ოპოზიციას მოუწოდებს, შეუდგეს იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც მას ამომრჩეველმა დააკისრა