მილერი: “საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეობს და გავაჩერეთ დახმარება… სხვა ქმედებებიც იქნება”

“საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეობს და გავაჩერეთ დახმარება… სხვა ქმედებებიც იქნება”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

“საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ.

[ურთიერთობების] ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც იცით, ამ გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გავაჩერეთ დახმარება. ისე არ არის, რომ [ურთიერთობების] გადახედვა მიმდინარეობს და არაფერი მომხდარა. ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები ამ გადახედვის შედეგად და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ”, – განაცხადა მილერმა.

banner
წინა სტატიაშიბებიაჩემის კაბინეტში დღეს ხარებას შტაბბინაა – მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი
შემდეგი სტატია“ვგმობთ ადმინისტრაციის დუმილს”- თსუ-ის სტუდენტების ნაწილი განცხადებას ავრცელებს და რექტორის გადადგომას მოითხოვს