მილერი: საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის მიხედვით, აშშ შეშფოთებულია ქართული ოცნების მთავრობის მიერ რუსული კანონის ამოქმედებით და არ გამორიცხავს, უკვე დაწესებული პერსონალური სავიზო შეზღუდვებისა და შეჩერებული დახმარების გარდა, აშშ-მ დამატებითი ზომები მიიღოს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

“საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობას. ეს გზა უფრო და უფრო აშორებს ქვეყანას იმ ევროატლანტიკური ტრაექტორიას, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს. ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდნენ, მათ შორის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია” – ამბობს მილერი.

banner
წინა სტატიაშითუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, რა თქმა უნდა, ამას სანქციები მოჰყვება – აქუბარდია
შემდეგი სტატიადარჩა 5 დღე ტექნოლოგიური კონფერენცია Tester’s Day 2024-მდე