მილერი – მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი

მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„არაერთხელ გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ არაერთი მცდელობა, არამედ პირდაპირი ჩარევა არჩევნებში, როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში. ჩვენ ყოველთვის ფხიზლად ვართ და ვაკვირდებით ამას. როგორც ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა – და მხოლოდ ქართველმა ხალხმა – გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი“, – აღნიშნა მილერმა.

banner
წინა სტატიაშიდააზღვიე სახლი მარტივად და სწრაფად! – თიბისი დაზღვევა
შემდეგი სტატიამედიის ცნობით, კამალა ჰარისმა დემოკრატი დელეგატების საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა პარტიის კანდიდატად ასარჩევად