არ მგონია, რომ რუსეთის შეჭრის გამო, საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება. უფრო მეტიც, ბოდიშის მოხდა არ სჭირდება იმის გამო, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20%ის უკანონო ოკუპაციას.
ეს არის რუსეთი, რომელიც არის აგრესორი და აგრძელებს საქართველოს უკანონო ოკუპაციას, როგორც რუსეთი აგრესორია სხვა რეგიონის სხვა ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, უკრაინა ამის თვალსაჩინო მაგალითია,-აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი 2008 წლის ომთან დაკავშირებით ქართული ოცნების პროპაგანდაზე.