13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

მიკროსაფინანსოებში 135 მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილები არის დალომბარდებული

2026 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 135 მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილები არის დაგირავებული – ამის შესახებ bm.ge-ს ინფორმაციით, მიკროსაფინანსოების მიერ წარდგენილი ფინანსური მონაცემებიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ სახის ავტოსესხების მოცულობა 17%-ით არის გაზრდილი.

თუმცა, ავტომობილები არ არის ყველაზე მეტად დაგირავებადი საქონელი, ამ პოზიციას ოქრო და ძვირფასეულობა იკავებს 1.48 მილიარდი ლარით, ამასთან აღნიშნული მაჩვენებელი წლიურად 40%-ით არის გაზრდილი. აღნიშნულზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ოქროს ფასის მკვეთრი ზრდაც რაც მისო-ებში დაცული ძვირფასეულობის ღირებულებას კიდევ ზრდის.

მთლიანობაში სალომბარდე სესხები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის 78%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს რომ მისოების საქმიანობა ამჟამად სწორედ სალომბარდე კრედიტების გაცემასთან არის დაკავშირებული.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, მისოებმა პირველ კვარტალში 135 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავლები მიიღეს, რაც წლიურად 43%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია სალომბარდე კრედიტებთან, რადგან ამ სეგმენტიდან მიღებულმა საპროცენტო შემოსავლებმა 91.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 57%-ით არის გაზრდილი.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ევროპას დღეში 500 მილიონ ევროს აკარგვინებს
შემდეგი სტატიამარნეულში საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს