“მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა და კაზინოებმა მმართველი პარტიის ანგარიშზე ოფიციალურად შეიტანეს ასი-ათასობით ლარი”

“ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, მაფიოზური გაერთიანება ქართული ოცნება დგას სამევახშეო კანტორების, ონლაინ სესხების და კაზინოების სათავეში.

“სწორედ ის აძლევდა საშუალებას მასობრივად გაეძარცვათ მოსახლეობა და გამოუვალი მდგომარეობის გამო ბევრი ადამიანი მიიყვანეს თვითმკვლელობამდე. ამის უტყუარი დასტურია, ქართული ოცნების მთავარ დამფინანსებელთა სია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა და კაზინოებმა მმართველი პარტიის ანგარიშზე ოფიციალურად შეიტანეს ასი-ათასობით ლარი. ხოლო არაოფიციალურად რამდენიმე მილიონით შეავსეს ოცნების საარჩევნო ყულაბა. სწორედ ოლიგაქრის მთავრობის სინდისზეა უამრავი მოქალაქის ტრაგედია. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, აიკრძალება ონლაინ-სესხები, ხოლო კაზინოები გაძევებულ იქნებიან ქალაქის ცენტრიდან”,- განაცხადა გიორგი გუგავამ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: მე არ ვიტყვი, რომ მხარი არ დაუჭიროთ „რესპუბლიკელებს“, მაგრამ ამას ვიტყოდი „ლეიბორისტებზე“
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი სააკაშვილზე: ისევ რევოლუციით რომ იმუქრება, ამის თავი არ აქვს, ამ საცოდავს