ქარელის ცენტრში მიკროავტობუსი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა ლიბერთი ბანკის შენობასთან მოხდა.
ავარიის შედეგად დაზარალებული შუახნის ქალია. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
შსს-ს ცნობით, მოკვლევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს.

















