2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

,,მიკროავტობუსი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა” – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, 2001 წელს დაბადებული გ.ც. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან სხვისი კუთვნილი მიკროავტობუსი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.

ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გ.ც. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ მოპარული ავტომობილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში,,პროპაგანდას ემსახურებოდა” – კობახიძე ჟურნალისტ გურამ როგავას წასვლაზე
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ,,მეთადონი’’ ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე