მიკროავტობუსების მოპარვის ფაქტზე პოლიციამ ”ქართული ოცნების” ლიდერი დააკავა

მიკროავტობუსების ქურდობის ფაქტზე, ამ წუთებში, ოზურგეთის პოლიციაში, გამომძიებლები, ”ქართული ოცნების” ოზურგეთის ორგანიზაციის ერთერთ ლიდერს, ბექა ფუტკარაიას კითხავენ.

ეს ინფორმაცია ”გურიის მოამბეს” ოზურგეთის პოლიციაში დაუდასტურეს. ფუტკარაია ამ ეტაპზე მოწმის სტატუსით იკითხება. წაუყენებს თუ არა და ბრალს პოლიცია ”ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის გამგეობის წევრს და პოლიტიკურ მდივანს, ეს დაკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი.

ქალაქ ოზურგეთში, წუხელ, გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელი პირების მიერ გატაცებული ორი მიკროავტობუსიდან, ერთი ნაპოვნია. ამის შესახებ, “გურიის მოამბეს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბახვის მოსახლეობამ აცნობა. მოსახლეობისავე განცხადებით, გატაცებული ერთერთი მიკროავტობუსი, დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურში-ოქროსხედის უბანი, (ბახვის თემი), პოლიციელებმა აღმოაჩინეს. ეს ფაქტი, “გურიის მოამბეს”, ბახვის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის აპარატში დაუდასტურეს. თვითმხილველთა განცხადებით, გატაცებული მიკროავტობუსი მთლიანად გაძარცვულ დაშლილი და მიტოვებული იყო. მიმდინარეობს ძებნა, ასევე წუხელ გატაცებულ, მეორე მიკროავტობუსზე.

ცნობისათვის, გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციით, წუხელ, ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ქუჩაზე, გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, ორი მიკროავტობუსი, მას შემდეგ გაიტაცეს, როცა, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, საცხოვრებელი სახლისაკენ მიმავალმა მძღოლებმა, მაღაზიაში სავაჭროდ შეიარეს.

 

banner
წინა სტატიაშილადო პაპავა: პოლიტიკოსების ადგილი თსუ-ს პრობლემების გადაწყვეტაში ნამდვილად არ არის
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა, გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნოს