მიკოლაევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მიკოლაევსა და ზაპაროჟიეს რუსეთის მხრიდან თავდასხმა ემუქრება

მიკოლაევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, უკრაინის ორ ქალაქს – მიკოლაევსა და ზაპაროჟიეს რუსეთის მხრიდან თავდასხმა ემუქრება.

კიმის თქმით, ბოლო კვირებში უკრაინულმა ძალებმა მეზობელი ხერსონის ოლქში კონტრშეტევის განხორციელებით „გარკვეულ წარმატებას“ მიაღწიეს.

„უახლოეს თვეებში, ვფიქრობ, მათ აქვთ შესაძლებლობა, ზაპაროჟიეს და მიკოლაევს დაესხნენ თავს. მაგრამ ჯერ ვერ ვხედავთ ვერც გადაჯგუფებებს და ვერც კოლონებს“, – განაცხადა კიმმა, თუმცა გუბერნატორი ამბობს, რომ სიტუაცია შესაძლოა, ძალიან სწრაფად შეიცვალოს.

banner
წინა სტატიაშიგენშტაბის ინფორმაციით, რუსები სევეროდონეცკის დაცვაში სისუსტეებს ეძებენ და სლავიანსკზე თავდასხმისთვის ემზადებიან
შემდეგი სტატიავიოლა ფონ კრამონი – ჩვენ დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში, ახლა კი ვხედავთ, რომ რეფორმების ნაცვლად, პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა