მიკოლაევის მერის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქის საცხოვრებელი ზონა დაბომბეს

მიკოლაევის მერის, ალექსანდრე სიენკევიჩის ინფორმაციით, რუსეთის მიერ მიკოლაევის დაბომბვის შედეგად, დღეს დილით, 1 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 2 კი – დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში ქალაქში აფეთქებების ხმა კვლავ გაისმა.

“რუსმა ოკუპანტებმა საცხოვრებელ ზონას ცეცხლი კვლავ გაუხსნეს. 3 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა (ჩამსხვრეულია 300-მდე ფანჯარა, დაზიანებულია კედლები და პირადი ქონება). გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი მშვიდობიანი მოქალაქე, 1 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის, აფეთქებები ისევ ისმის”, – წერს სიენკევიჩი.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან, რუსებმა ორი თურქული თევზსაჭერი ნავი დააკავეს
შემდეგი სტატიარუსეთი სანქციების შემსუბუქებას ითხოვს, რაც ხაზს უსვამს იმ დარტყმას, რომელსაც რეჟიმი იღებს – ბრიტანეთის დაზვერვა