მიხიელ სააკაშვილის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე – მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მოინახულა. ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და ის “ძალიან დასუსტებულია”.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, მე სულ ვამბობ, რომ არ არის სანდო ჩემი განცხადება, როგორც ექიმი ვერ შევაფასებ, მაგრამ მაშინაც და ახლაც მომეჩვენა, რომ ძალიან დასუსტებულია. შესაბამისი მკურნალობა უნდა, სხვანაირად არ გამოვა. მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს ისეთი დაავადებები, რომლის მკურნალობა და რომლის გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში არ არის საკმარისი, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

მეუფე ნიკოლოზი ამბობს იმასაც, რომ მანამდე, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან ჰქონდა საუბარი, რომელმაც თქვა, რომ ის საზოგადოების ნებას გამოხატავს.

მე მქონდა პრეზიდენტთანაც საუბარი ადრე ამ შეწყალებაზე, მისი აზრი მაინტერესებდა… …საზოგადოებაში არის განსხვავებული აზრი შეწყალებასთან დაკავშირებით და პრეზიდენტმა მითხრა ასეთი რამ, რომ ის გამოხატავს ხალხის ნებას და არ შეუძლია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობის რაღაცა ნაწილს მოეწონება და რაღაცა ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნება… ჩემი აზრით, ასეთი რანგის ადამიანი განსაკუთრებულად უნდა იყოს განხილული, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა როგორც ჩანს, კიევს ეს არ სჭირდება – ლავროვი
შემდეგი სტატიაუკრაინელმა მსახიობმა თავი ოკუპირებული ვასილიევკას მერად გამოაცხადა და რუსებს „ძმები“ უწოდა