მიხელ სარჯველაძე აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.
მინისტრი, მედიკამენტ „ვოსორიტიდით“, აქონდროპლაზიის სამკუნალო პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. მიხეილ სარჯველაძემ, მშობლებისგან მიიღო ინფორმაცია, მკურნალობის პროცსეში, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი გაიმართა პროგრამის განხორციელების ცალკეულ ასპექტებზე და მის შემდგომ განვითარებაზე.
მედიკამენტ „ვოსორიტიდით“, აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამა, 2023 ნოემბერში ამოქმედდა და მასში, პირველ ეტაპზე, 6 ბენეფიციარი ჩაერთო. უახლოეს დღეებში, პროგრამას კიდევ 5 ბენეფიციარი დაემატება.

banner
წინა სტატიაშიჯეიკ სალივანი – რეალობა ასეთია, პუტინი რუსეთის პრეზიდენტია, ჩვენ მოგვიწევს ამ რეალობასთან საქმის დაჭერა, რაც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ არჩევნები არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა
შემდეგი სტატიახაბეიშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” არის პარტია, რომლის დროსაც საპატრიარქოს ბიუჯეტი 3-ჯერ გაიზარდა