თბილისში დაანონსებული აქციის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება – ხალხი 2 საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადება. მოქალაქეები 18:00 საათზე ჭავჭავაძეზე ევროკავშირის ოფისთან, 19:00 საათზე კი ფილარმონიასთან აპირებენ შეკრებას. ეს იქნება პირველი დიდი აქცია მას შემდეგ რაც, “ოცნებამ” მომიტინგეების წინააღმდეგ ახალი შემზღუდავი რეგულაცია მიიღო და პროტესტი ტროტუარზეც კი აკრძალა.
იურისტმა, მიხეილ ზაქარეიშვილმა, რომელამც 46 სხვადასხვა აქციის შესახებ შსს-ში განცხადება დაარეგისტრირა, ამბობს, რომ სინამდვილეში სახელმწიფოს იმის რესურსიც კი არ აქვს, რომ ეს კანონები აღასრულოს, რადგან როგორც ის ამბობს, რომ შსს-მ საჩივრებიც კი გაჭირვებით დაურეგისტრირა.
“დღევანდელ დღეს, ჩემი აზრით, ისევე როგორც გუშინდელ დღეს ჩაივლის ჩვეულებრივად, საერთოდ არ შევიმჩნევთ ამ კანონს და განცხადებები, რომელიც როგორც ჩანს, არა მარტო მე, კიდევ ბევრმა ადამიანმა შეიტანა, სისტემა ვერ აუდის ამას და ვერც კი ასწრებენ, რომ დაარეგისტრირონ. გუშინ, მაგალითად, 46 საჩივარი როდესაც შევიტანე, ოპერატორმა პირდაპირ მითხრა, რომ ფიზიკურად ვერ მოახერხებდა ამ ყველაფრის დარეგისტრირებას და რაღაცა ალტერნატიული გზები მონახეს, რომ დაჩქარებული წესით, რაღაც ორ საათში დაერეგისტრირებინათ ეს განცხადებები. სინამდვილეში, არ აქვთ იმის რესურსი, რომ აღასრულონ ეს კანონები, უბრალოდ გვემუქრებიან”, – ამბობს ზაქარეიშვილი.
















