მიხეილ უკლება: რუსული ბაზრიდან გაძევებამ ახალი სივრცეები აგვათვისებინა

მიხეილ უკლება: რუსული ბაზრიდან გაძევებამ ახალი სივრცეები აგვათვისებინა

მიხეილ უკლება: რუსული ბაზრიდან გაძევებამ ახალი სივრცეები აგვათვისებინაიმის წყალობით, რომ 2006 წელს რუსეთმა ქართული პროდუქცია საკუთარი ბაზრიდან განდევნა, საქართველომ თავისთვის ახალი ბაზრები აღმოაჩინა – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ ისაუბრა.
ელჩმა საუბრისას არ გამორიცხა ის, რომ შესაძლებელია, უკრაინა საქართველოსთვის ხორბლის უმსხვილესი მომმარაგებელი გახდეს.
“თუკი ჩვენი კომპანიები ჩათვლიან, რომ ხორბლის რუსეთში შეძენა უმჯობესია, მაშინ, ისინი მას რუსეთში იყიდიან. ეს ბიზნესია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი უკრაინა ხორბალზე კონკურენტუნარიან ფასებს წარმოადგენს, ცხადია, საქართველოში ხორბლის მიწოდება გაიზრდება” – განაცხადა საქართველოს ელჩმა.
მან ასევე თქვა, რომ მიმდინარე მომენტში საქართველოს ბაზარი სრულიად დივერსიფიცირებულია.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის მიერ “თხილის მაფიაზე” აგორებული საქმე შესაძლებელია ახალი “ბრილიანტის პროკურორები” გამოდგეს
შემდეგი სტატიასააკაშვილს უკრაინის პროკურატურა დაკითხვაზე იბარებს