მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლე პარლამენტში იმედა ნიკურაძე იქნება. საკითხს კენჭი ცოტა ხნის წინ უყარეს, დადგენილების პროექტს მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
იმედა ნიკურაძე “ელიტა ბურჯის” ყოფილი ადვოკატია. ის ბოლოს თბილისის განვითარების ფონდში, დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.