მიხეილ სარჯველაძე საერთაშორისო განვითარების კომპანია DAI-ის ექსპერტებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საერთაშორისო განვითარების კომპანია DAI-ის ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს, თუ როგორ მუშაობს ადამიანის უფლებათა მიმართულებით საქართველოში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო.

„ორგანიზაცია საქართველოში გეგმავს ისეთი მიმართულებებით მუშაობას, რომელიც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით საპარლამენტო მექანიზმების გაუმჯობესებას უკავშირდება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, თუ როგორ ფუნქციონირებს პარლამენტი, როგორც ადამიანის უფლებათა მიმართულებით ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ზედამხედველი სტრუქტურა. გამოიკვეთა გარკვეული სფეროები, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს აღნიშნული ორგანიზაციისთვის ინტერესის საგანს შემდგომი საქმიანობისთვის“, –განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშივერ მომიყვანთ მაგალითს, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს ეთქვათ, რომ ომი ზელენსკიმ დაიწყო – უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და ომის წარმოება, ძალიან დიდი დანაშაულია – კალაძე
შემდეგი სტატიამმართველ პარტიას საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ჩანს, რადგან ჩვენ ვართ პარტია, რომელიც ზრუნავს ქართველ ხალხზე – კალაძე