მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციის დიდი ნაწილი დღეს აქტიურად იბრძვის, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მოუტანოს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით

„ოპოზიციის დიდი ნაწილი დღეს აქტიურად იბრძვის და იღწვის საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მოუტანოს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტის სხდომაზე გაკეთებული განცხადებები პოპულისტურია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარსულის მქონე ზოგიერთი პოლიტიკოსი გამოდის და ონკოპაციენტებზე ზრუნვას უწუნებს ამ ხელისუფლებას, ხელისუფლებას, რომლის წლიურმა დანახარჯმა ჯანდაცვაზე 7 მილიარდს გადააჭარბა, მაშინ როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ისე დასრულდა, რომ 600 მილიონზე ზევით ეს ხარჯი არ წასულა. ახლა 10-ჯერ გაზრდილია საბიუჯეტო დაფინანსება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიბექა ოდიშარია – სრული პასუხისმგებლობით მსურს განვაცხადო, რომ ლატვიის პოლიტიკური ისტებლიშმენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ სამშვიდობო პოლიტიკას
შემდეგი სტატიაუკრაინის შეტევის პოტენციალი შორს არის ამოწურვისგან – წიწილებს შემოდგომაზე ვითვლით – პრიგოჟინი