მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია მართლა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის, სამწუხაროდ, მას სათქმელი არაფერი აქვს

„დღევანდელი დებატები რის გამოც არ მოგწონთ ის არის, რომ ოპოზიციას დღეს უჭირს. ოპოზიცია მართლა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის, სამწუხაროდ, მას სათქმელი არაფერი აქვს“, -ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საპარლამენტო ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე პოლიტიკური დებატები მიმდინარეობდა.

მისი თქმით, ოპოზიციას არ აქვს არც ერთი ისეთი ფაქტი, რომელზეც შეუძლია ისაუბროს და შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომლითაც შეუძლია „პირნათლად“ წარდგეს ამ ქვეყნის საკრიტიკოდ.

„ასეთი მოცემულობაა დიდი ხანია. ოპოზიცია შემჩნეულია იმაში, რომ ყოველთვის სადაც ფაქტებში უჭირს, ცდილობს შექმნას აღქმები იმიტომ, რომ აქ იოლია მანიპულირება. ეს არის მთავარი დაავადება, რომლითაც, სამწუხაროდ, დღეს დაავადებულია ჩვენი ოპოზიცია და ისინი ცდილობენ ეს გაავრცელონ ყველაზე. ეს არ არის სწორი. ამიტომაც არის ჩვენი გამოსვლა დახუნძლული ფაქტებზე საუბრით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილმა ომის კონტექსტში ახსენა, შანსები გაგვიჩნდაო, ნათელია, რა არის მათი რეალური მიზანი, ძალიან მძიმეა, როცა ასეთი ადამიანები არიან დღეს ქართულ პოლიტიკაში – კობახიძე
შემდეგი სტატიაევროკავშირი ჯიუტად ცდილობს, ჩაერიოს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოლაპარაკებების პროცესში – ზახაროვა