მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიაზე:თან უნდა თქვან, რომ სააკაშვილი არ ვარგა, და თან უნდა თქვან, რომ უყვართ სააკაშვილი

საინტერესო იქნება იმ ხედვის მოსმენა, რომელსაც შემოგვთავაზებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

„ეუხერხულებათ, რომ არიან „ნაციონალები“, და თან სხვა გზა არ აქვთ, რომ ისევ „ნაციონალებად“ არ დარჩნენ. ასეთ პირობებში ძალიან მძიმე დილემის წინაშე აღმოჩნდნენ და გაუჭირდებათ არჩევნებამდე მწყობრი პოზიციის ჩამოყალიბება. თან უნდა თქვან, რომ სააკაშვილი არ ვარგა, და თან უნდა თქვან, რომ უყვართ სააკაშვილი – რათა მოინადირონ სააკაშვილის ელექტორატის გული. მგონია, ეს მცდელობები მთლად სერიოზულად არ გამოიყურება“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

საჯარო განცხადებებით „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნული ნიკა გვარამია პოლიტიკურ მომავალს ამ გუნდთან თანამშრომლობის გარეშე ვერ ხედავს. ამას მისივე განცხადებები ადასტურებს, საიდანაც ირკვევა, რომ თუ ოპოზიცია არჩევნებში გაიმარჯვებს, კოალიციური მთავრობის ფორმირება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე მას ვერ წარმოუდგენია.

banner
წინა სტატიაშიდასაქმებულთა დაკომპლექტება ხდება პრინციპით: „ცოტ-ცოტა და ყველას”- ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ კვლევა ჩაატარეს
შემდეგი სტატიარუსა მორჩილაძე: პრობლემების მოგვარებას ვითხოვდით, მაგრამ გიგა კობალაძემ ჩვენი არასოდეს შეისმინა